Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ
ambebi.ge
29 May 2017, 12:20
ავტოდილერები ბოლო პერიოდში საქართველოში დაზიანებული ამერიკული ავტომობილების იმპორტის მომრავლებაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, კონტეინერებს, რომლითაც ეს ავტომობილები ძირითადად ფოთის პორტში შემოდის, შემდეგი წარწერა აქვს: Junk ანუ ჯართი ან Write off - ჩამოწერილია. ექსპერტების შეფასებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გასამმაგების შემდეგ, დაბალფასიანი ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს ვერ შეუწყობს ხელს იმ მთავარ მიზანს, რომელიც თავის დროზე ცვლილებების მიზეზად დასახელდა, მათ შორის ეკოლოგიის გაჯანსაღება, საცობების განტვირთვა, ავტოპარკის გაუმჯობესება და ა.შ.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "თუ გავიხსენებთ პროცესებს, საქართველოს მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აანონსებდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ბრძოლის გამოცხადებას. პირველი დავით ნარმანია იყო, ვინც საცობების განმუხტვის მიზნით დაანონსა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე, მისმა ინიციატივამ შედეგი ვერ გამოიღო და საკითხი შსს-მ გადაიბარა, რომელიც უკვე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე ზრუნვით ამართლებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რეალურად ეს რეგულაცია არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანს ართმევენ უფლებას თავად აირჩიოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს თუ მარცხენასაჭიანი.

ბოლო წლებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის ზრდა საქართველოში Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გამოწვეული იყო ამ ავტომობილების დაბალი ღირებულებით, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ავტომობილებს, რომლის იმპორტიც ძირითადად ხორციელდებოდა იაპონიიდან, თუ შევადარებთ იგივე ღირებულების და ასაკის ამერიკიდან ან ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილს, ვნახავთ, რომ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიან ავტომობილს, ბევრად ნაკლები გარბენი აქვს, მეტად აკმაყოფილებს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს, ბევრად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულია, ვიდრე ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტირებული ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაცხადებთით, რომ აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში და არც ავტოპარკის განახლებას გამოიწვევს. მეტიც, ჩვენი გათვლებით მივიღებდით ბევრად მეტად ტექნიკურად გაუმართავი იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი